#მოამბე 21 საათზე, 25 იანვარი, 2024 #LIVE
- „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა – მმართველი პარტია მონაცემებს საქართველოში მყოფ დაინტერესებულ პირთა წრეს უკავშირებს; შეფასების კრიტერიუმები, სადავო ინდექსი და პოლიტიკური განცხადებები
- კრემლი აცხადებს, რომ „ილ 76“-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც უნდა გაეცვალათ და უკრაინულმა მხარემ ავიახომალდი ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო.- კიევი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და ირწმუნება, რომ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა და ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ „ფეესბემ“ მათ ბორტზე ასვლის საშუალება ბოლო მომენტში არ მისცა
- ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკა – ექიმები მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
- ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა ბაქოში – ქართველი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედებითი გზა, ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარმოდგენილი ორმოცდაათი ფერწერული, თუ გრაფიკული ნამუშევარი და გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო