#მოამბე 21 საათზე, 25 დეკემბერი, 2023 #LIVE
- რეკომენდაციების შესრულების გეგმა – გაწერილი რეფორმები, სამუშაოები, ვადები და ხელისუფლების ხედვა ახალი საშინაო დავალების შესასრულებლად; ევროკომისიისთვის გაგზავნილი დოკუმენტის დეტალები და შეფასებები
- ახალი გარემოებები ე. წ ქოლ-ცენტრების რეზონანსულ საქმეში – საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითური საქმიანობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, ბრალდებულთა საქმიანობა სხვადასხვა საწარმოს ბაზაზე მოწყობილ ქოლ-ცენტრებში და საქმის დეტალები
- ორდღიანი გადაუღებელი თოვა და რთული მეტეოროლოგიური პირობებით შექმნილი პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – შეზღუდვები საავტომობილო გზებზე, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და აღდგენითი სამუშაოები
- ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში – შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი შედევრები, უნიკალური განძი საკუთარი ისტორიით და პატრიარქის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 90-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება