#მოამბე 21 საათზე, 25 აპრილი, 2023 #LIVE

21:00, 25.04.2023
  • პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან – ალიანსის გენერალური მდივანი დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საქართველოს პროგრესს აქებს და ქვეყანას უახლოეს პარტნიორს უწოდებს; ვიზიტის მნიშვნელობა და შეფასებები
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი საქართველოს პროგრესს აფასებს და რეფორმების მიმართულებით შემდგომ სამუშაოზე მიუთითებს – დასავლელ დიპლომატთა პოზიტიური გზავნილები და ქვეყანა ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში
  • მედიკამენტვოსორიტიდის“ გამოყენების მსოფლიო პრაქტიკა, გვერდითი მოვლენები და სპეციალისტთა შეფასებები – ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკა-მკურნალობას დააფინანსებს, თუმცა „ვოსორიტიდის“ დასაფინანსებლად მის უსაფრთხოებაში დარწმუნებას გეგმავს
  • ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატები – ქართველი ავტორ-ილუსტრატორების შემოქმედება და ლიტერატურის დარგში მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული საბავშვო პრემიის მოლოდინი

მოამბე

მსგავსი