#მოამბე 21 საათზე, 24 სექტემბერი, 2020 #LIVE

21:00, 24.09.2020

• 259 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი – ბოლო დღე-ღამის კოვიდსტატისტიკა; ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ზომები უკიდურესად მკაცრდება; ჩნდება ახალი კერებიც; ეპიდემიოლოგები იმერეთში 11 პირის ინფიცირების წყაროს ეძებენ; სხვადასხვა რეგიონში სასწავლო პროცესი ეპიდვითარების გათვალისწინებით გაგრძელდება

• ჯანდაცვის ევროკომისრის შემაშფოთებელი პროგნოზები და გაფრთხილება ევროპის ქვეყნებს – სპეციალისტები „ორმაგი პანდემიის“ საშიშროებაზე საუბრობენ; მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღამ მოიცვა

• საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებმა სამეურვეო საბჭოს კითხვებს უპასუხეს – საბჭოს არჩევანის გაკეთება ახლა უკვე სამ კანდიდატს შორის მოუწევს; ვინ როგორ ხედავს ტელევიზიის განვითარებას და ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს პირველ არხს მომავალი ექვსი წლის განმავლობაში

• ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ – საკონკურსო ფილმები და გმირები, რომლებსაც ქართველი კინორეჟისორები წარმოადგენენ; რიგით მე-3 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი პანდემიის გამო წელს მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდება

მსგავსი