#მოამბე 21 საათზე, 24 ნოემბერი, 2023 #LIVE
- პრემიერ-მინისტრის გამოსვლა SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე და საქართველოს გზავნილები საერთაშორისო პლატფორმიდან – ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში და მასშტაბური რეგიონული პროექტები საქართველოს მონაწილეობით
- დროებითი ზავის პირველი დღე ღაზას სექტორში და 13 მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფის გათავისუფლება „ჰამასის“ მიერ – მოქალაქეთა მდგომარეობა 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ, ისრაელ-„ჰამასის“ შეთანხმების დეტალები და მხარეთა პოზიციები
- პოლონელი მძღოლებისა და ფერმერების პროტესტი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე – ბლოკირებული გამშვები პუნქტები და ათეულობით კილომეტრიან საცობებში შექმნილი ვითარება; პროტესტის მონაწილეები საკუთარ ხელისუფლებას ადგილობრივი ბიზნესის უცხოური კონკურენციისგან დაცვას სთხოვენ; კიევი ევროკავშირს პოლონეთთან საზღვარზე მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნას სთავაზობს
- მიხეილ სააკაშვილის დავალებით შექმნილი თანხმობის მანიფესტი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ დაშლის მიზეზი გახდეს – „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღსანიშნავი შეკრება მელიას გუნდის გარეშე, დოკუმენტში დეკლარირებული პუნქტების მიღმა არსებული პრობლემები პარტიაში და ახალი მენეჯმენტის გეგმები ურჩი თანაგუნდელების მიმართ