#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2024 #LIVE

21:00, 24.05.2024
  • ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონს არ გადახედავს, აშშსაქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას დაიწყებს – უარის შემთხვევაში სახელმწიფო მდივანი პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკით იმუქრება; ოპოზიცია ულტიმატუმს მიესალმება, მმართველი პარტია კი პარტნიორი ქვეყნის მიდგომას მძევლად აყვანის პოლიტიკას უწოდებს
  • ევროკომისარი ვარჰეი საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საუბრისას რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითი სხვა კონტექსტში ახსენა – ოპოზიცია ევროკომისრის მხრიდან მუქარას გამორიცხავს, მმართველი გუნდი კი სატელეფონო საუბრის შინაარსს ბოლო პერიოდში პარტნიორებისგან მომდინარე შანტაჟის გაგრძელებად აფასებს
  • რუსი მესაზღვრეების მიერ რუსეთ-ესტონეთის საერთო საზღვარზე, მდინარე ნარვიდან საზღვრის სადემარკაციო მანათობელი ტივტივების მოხსნასთან დაკავშირებით ევროკავშირი მოსკოვისგან განმარტებებს, ესტონეთი კი კრემლის მიმართ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს – ჯოზეფ ბორელი სასაზღვრო ინციდენტს რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების სქემის ნაწილს უწოდებს და ტივტივების დაუყონებლივ დაბრუნებას ელის; სასაზღვრო დავა რუსეთ-ესტონეთს შორის და მხარეთა პოზიციები
  • ხალხისგან სიცოცხლეშივე „საქართველოს ბულბულად“ წოდებული მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული ფოლკლორული ნიმუშები, საოპერო პარტიები და რომანსები ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე – აქამდე უცნობი მოგონებები ვანო სარაჯიშვილის ცხოვრებიდან და საიუბილეო წელთან დაკავშირებით განთავსებული მასალები ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ

მოამბე

მსგავსი