#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2021 #LIVE

21:00, 24.05.2021

• პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, გაშლილი კარვები და სცენა პირველი რესპუბლიკის მოედანზე – ორგანიზატორები მოქალაქეებს 26 მაისის აღნიშვნის ნაცვლად აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან

• დასავლეთი მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციებით იმუქრება – აშშ და ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებაში ადანაშაულებენ და დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ

• საქართველომ „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო – პრეპარატი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გამოიყენება და სპეციალისტთა განმარტებით, ვირუსისგან 80%-ით გვიცავს. მარაგების შევსება და მასობრივ იმუნიზაციაზე გადასვლა მომავალი თვიდან იგეგმება

• პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვას ხმაური მოჰყვა – საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის შეთავაზებული დოკუმენტი ჩავარდა. შეთანხმების ხელმომწერი პარტიები სამართალდამცველთა ამნისტირების ფორმას აპროტესტებენ

მსგავსი