#მოამბე 21 საათზე, 24 ივნისი, 2021 #LIVE

21:00, 24.06.2021

• „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრა დროებით შეჩერდა, ხოლო 5 000-მდე ადამიანს მეორე დოზის ჯავშანი გაუუქმდა – შექმნილი დეფიციტის მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს

• გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები გრძელდება – ჩარევის შედეგად, სხვა სამუშაოზე გადაყვანილი 11 მოქალაქე დამსაქმებელთან ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმდა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

• ყირიმის სანაპიროს მახლობლად რუსეთსა და ბრიტანეთს შორის დაძაბულობა იზრდება – რუსეთი ბრიტანეთის სამხედრო გემს ტერიტორიული წყლების დარღვევაში ადანაშაულებს და განმეორების შემთხვევაში ცეცხლის გახსნით იმუქრება; ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ხომალდი საერთაშორისო წყლებში კანონიერად იმყოფებოდა

• კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენად ქცეული ფილმი „მონანიება“ კანის ფესტივალზე ბრუნდება – სექციაში „კანის კლასიკა“, სამი ჯილდოს მფლობელი სურათი აღდგენილი გამოსახულებით და ციფრული ვერსიით იქნება წარმოდგენილი

მოამბე

მსგავსი