#მოამბე 21 საათზე, 24 ივლისი, 2020 #LIVE
- ყარაჯალარი – მაღალი რისკის ზონა, 26 შემთხვევა და ჩაკეტილი სოფელი; საფრთხე გარდაბნის რაიონის სხვა სოფლებშიც იზრდება; კონტროლი მკაცრდება ლილოს ბაზრობაზე, სადაც რვა თანამშრომელია ინფიცირებული – ქვეყნის გართულებული ეპიდ-ვითარება და სპეციალისტთა შეფასებები
- საქართველოში კენ ვოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველია – საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრი, სპორტული მოედნები, საცურაო აუზები და სამედიცინო რეაბილიტაციისთვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურა, რომელიც შშმ პირებს მოემსახურება; ათდღიან კურსს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
- აშშ-ის სენატმა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს; ოფიციალური თბილისი თანამშრომლობის გაღრმავებას ელის; სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა საქართველოს, აშშ-ის ელჩის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები
- აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო – თეთრი ფარდებითა და განათებით დაფარული ქრისტიანული რელიკვიები მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში და თურქული საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება