#მოამბე 21 საათზე, 24 დეკემბერი, 2020 #LIVE

21:00, 24.12.2020

• სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები, ახალი ინიციატივები და გიორგი გახარიას გზავნილები, რომლის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ოპოზიციაა – პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დარბაზში ოპოზიციის გარეშე ყოფნა კომფორტული არ არის, მაგრამ ქვეყანა ვერ გაჩერდება და ოპონენტებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს;

• საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და კელი დეგნანის პოზიცია – აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი მრავალფეროვანი პარლამენტია და ამის მისაღწევად პარტიებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ; დიპლომატი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას არ ეთანხმება და კონსენსუსის გზებზე საუბრობს;

• რეგულაციების შემსუბუქების პირველი დღე, საცობები ქუჩებში, ხალხმრავლობა და რიგები მაღაზიებთან – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შექმნილ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს და რისკების ზრდის საფრთხეზე საუბრობს; დიდ ქალაქებში გახსნილ სავაჭრო ობიექტებს ეპიდემიოლოგები აკვირდებიან; სავაჭრო ცენტრებში რეგულაციების დაცვას რობოტი პეპერი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალება უზრუნველყოფს;

• შობა პანდემიის პირობებში და სანტა კლაუსის მთავარი გზავნილები მსოფლიოს – დაკეტილი საზღვრები, ცარიელი ქუჩები და გაუქმებული საშობაო ბაზრობები; ქრისტიანული სამყარო შობას პანდემიის პირობებში აღნიშნავს; ბეთლემში ღვთისმსახურება დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობით აღევლინება, ვატიკანში კი საშობაო მესა რამდენიმე საათით ადრე დაიწყება.

მსგავსი