#მოამბე 21 საათზე, 24 აპრილი, 2024 #LIVE
- ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც ევროდეპუტატთა ჯგუფი მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს – დებატებისას დეპუტატებმა სააკაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვეს; ევროპარლამენტართა ჯგუფის მძიმე შეფასებები, ბრალდებები და თბილისის პოზიცია
- რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს – დაპირისპირების ფონზე მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა, შეცვლილი პოლიტიკური კონფიგურაცია ქალაქის საკრებულოში და ურთიერთბრალდებები
- მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ აშშ-ის სენატმა უცხო ქვეყნების მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა – თეთრი სახლი უკრაინისთვის განკუთვნილ პირველ სამხედრო დახმარებას უახლოეს საათებში გაგზავნის; 61 მილიარდ დოლარამდე უკრაინას და 95 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება ისრაელსა და ტაივანს; მხარდაჭერის პაკეტი და მხარეთა პოზიციები
- ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამა დარგის მხარდასაჭერად – ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები; 16 მილიონი ლარი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიისთვის, დაფინანსების პირობები და მეღვინეთა შეფასებები