#მოამბე 21 საათზე, 23 თებერვალი, 2021 #LIVE
• ნიკა მელიას დაკავება პოლიციის მიერ და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან განვითარებული მოვლენები – სასამართლოს განჩინების გადასაცემად მიცემული გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესასვლელად რამდენიმე გზა გამოიყენა და მელია დააკავა, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს; შსს აცხადებს, რომ უწყებამ კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა გამოიყენა; მმართველი გუნდი კანონის უზენაესობაზე მიუთითებს, ოპოზიცია კი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს;
• საქართველოში განვითარებული პროცესები საერთაშორისო დღის წესრიგში და გზავნილები დასავლეთიდან – ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ტონი მკაცრდება; ქვეყნის პარტნიორები მხარეებს თავშეკავებისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ; მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური წარმომადგენლობა ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს;
• საპროტესტო აქცია პარლამენტთან და ოპოზიციის ლიდერთა განცხადებები – ოპოზიციური ერთობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად ქვეყნის პარლამენტთან იკრიბება და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს; მთავარ მოთხოვნად რჩება ვადამდელი არჩევნები; ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება;
• მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დიალოგის რესურსი მხარეებს შორის – ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ პოლიტიკურ პროცესში საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსი ერთვება; ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა პოლიტიკურ აქტორებს შორის დიალოგის რესურსი და რა საკითხების გარშემო შეიძლება, შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი.