#მოამბე 21 საათზე, 23 სექტემბერი, 2021 #LIVE

21:00, 23.09.2021
  • პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და წინასაარჩევნო დაძაბულობის შესამცირებლად დაგეგმილი შეხვედრა დაპირისპირების ფონზე – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს
  • მიმართვიანობის თითქმის განახევრებულ მაჩვენებელს თენგიზ ცერცვაძე ქვეყნისთვის კატასტროფად აფასებს – გაერო-ს ბავშვთა ფონდის პროგრამის ფარგლებში, ცნობილი ექიმების გუნდი 4 000-ზე მეტ ექთანს საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებს
  • პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ში და ქართული დელეგაციის საჩუქარი გაერო-ს – „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი ორგანიზაციის სათავო ოფისში საპატიო ადგილას განთავსდება, ჰარვარდის უნივერსიტეტში კი ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, რასაც უნივერსიტეტი პრივილეგიას უწოდებს
  • ჟესტური ენის საერთაშორისო დღე, ქართული რეალობა და გამოწვევები – საქართველოს პირველი არხის სატელევიზიო პროდუქტები და გეგმები ყრუ და სმენადაქვეითებული თემისთვის

მოამბე

მსგავსი