#მოამბე 21 საათზე, 23 სექტემბერი, 2020 #LIVE
• ინფიცირების სამნიშნა მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში და ორი გარდაცვლილი პაციენტი – ქვეყნის ეპიდვითარება დღითი დღე რთულდება; საქართველო ეპიდემიის მეორე ტალღას ებრძვის; აჭარა, გურია, სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი – შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება
• აშშ, ევროპა, აზია – მსოფლიოს ეპიდემიის მეორე ტალღა უტევს; შექმნილი ვითარების გამო ისრაელის მთავრობა ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს, ხოლო ევროპის ნაწილი კარანტინის ხელახლა შემოღებაზე მსჯელობს; მსოფლიო ვაქცინის მოლოდინში და დონალდ ტრამპის დამაიმედებელი პროგნოზი
• წინასაარჩევნო გარემო და საქართველოს პარტნიორთა მოლოდინი – დიპლომატიური კორპუსი სამართლიან არჩევნებს ელის; ოპოზიციას პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან, რომელიც არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარების პირობას დებს. ამომრჩევლის მეტი ინფორმირებულობისთვის სპეციალური პლატფორმები ამოქმედდა
• 23 სექტემბერი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეა – კვირეულს მსოფლიოსთან ერთად საქართველოც აღნიშნავს; არსებული სოციალური პროგრამები, სახელმწიფო სერვისები და ბარიერები, რომელიც სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის