#მოამბე 21 საათზე, 23 ოქტომბერი, 2023 #LIVE
- ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ოპოზიციის ღია, თუ ფარული გეგმები და პოლიტიკური შეფასებები – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მურმან დუმბაძემ რადიკალური ოპოზიციის გეგმა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც სტატუსის მიღების შემთხვევაში პროცესების რადიკალიზაციის გეგმა ვარდება
- პარლამენტი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს განსახილველად ემზადება – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს სრულად იზიარებს, „ქართული ოცნება“ კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ვეტოს დაძლევას გეგმავს
- თბილისი „კლიმატის მწვანე ფონდის“ საბჭოს 37-ე შეხვედრას მასპინძლობს – მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ინიციატივები კლიმატური ცვლილებების შედეგად დამდგარი პოტენციური რისკების პრევენციისთვის; რაჭის ტყეებში დაცული ტერიტორიების შექმნის შემთხვევაში სამონადირეო მეურნეობა აღარ შეიქმნება
- ომი ისრაელში და საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში – თელ-ავივი აცხადებს, რომ ისრაელში შეჭრილ „ჰამასის“ მებრძოლებს ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქციები ჰქონდათ; დასავლეთი ტერორიზმის საფრთხეებზე საუბრობს და მხარეებს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებისკენ მოუწოდებს