#მოამბე 21 საათზე, 23 ოქტომბერი, 2020 #LIVE
• საქართველომ „უსაფრთხო ქვეყნების“ სია დატოვა – ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 000-ს მიუახლოვდა; ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქი, აჭარა და იმერეთია; სპეციალისტები ნოემბერში მაჩვენებლის გაორმაგებას პროგნოზირებენ; საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის გზავნილი მოსახლეობას
• ზუგდიდის საქმის ახალი დეტალები – ცნობილია პირი, რომელმაც მძარცველი გამსახურდიას ქუჩამდე მიიყვანა; მედიასთან საუბრობს დავით ხვიბლიანი, რომელიც ბოლოს აყვანილ ოთხ მძევალს შორის ერთ-ერთი იყო; გამოძიების ფარგლებში იკითხებიან ბანკის თანამშრომლები; თავდამსხმელის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
• საპარლამენტო არჩევნები პანდემიის ფონზე – ცესკო-ს ახალი დადგენილებით, ინფიცირებული, ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი ყუთის მეშვეობით შეძლებენ; ოპოზიცია სპეციალურ სიებში ჩაწერის ვადებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება; მმართველი გუნდი ოპონენტთა განცხადებებს სპეკულაციად აფასებს
• მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება შესაძლოა ვაშინგტონში გახდეს შესაძლებელი – მოსკოვში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ; უკვე ერთი თვეა, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის პოზიციებს ბომბავენ; იზრდება მსხვერპლის რაოდენობა