#მოამბე 21 საათზე, 23 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 23.11.2023
  • ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეა თბილისში – 100-ზე მეტი დელეგატი ევროპის 47 ქვეყნიდან და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ფორუმის დღის წესრიგში; საპასუხისმგებლო პოსტი და „საამაყო წევრის“ სიგელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მიერ აღმაფრთოვანებელ პროექტად შეფასებული საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა
  • საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთში; მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და პოზიტიური გზავნილები საქართველოს მისამართით – „მოამბე“ სოფიადან
  • მიხეილ სააკაშვილის მანიფესტი – „ნაციონალური მოძრაობის“ 11 ამოცანა, გახლეჩილი პარტიის გაერთიანების მცდელობა, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე ხელისუფლებაში პოლიტიკური რეინკარნაციის სტრატეგია და ბანაკებად დაყოფილი პარტიის ლიდერთა პოზიციები
  • ხვალ, საერთაშორისო საზოგადოება ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 50 მძევლის გათავისუფლებას ელოდება – პირველი დროებითი დაზავება ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზა და ტყვეთა გაცვლის გადაწყვეტილება

მოამბე

მსგავსი