#მოამბე 21 საათზე, 23 მაისი, 2024 #LIVE
  • საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ევროკომისარმა სატელეფონო საუბრისას გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ევროკავშირიდან მოსალოდნელი ზომების შესახებ გააფრთხილა და ამ კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერზე მომხდარ თავდასხმაზე მიუთითა – მმართველი გუნდი შესაძლო სანქციებზე დასავლეთის გზავნილებს შანტაჟს და მუქარას უწოდებს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებებს ითხოვს
  • საფრანგეთის სენატმა უცხოური ჩარევის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა – საფრანგეთი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ვალდებულებად და ფრანგული დემოკრატიის განმტკიცების ინსტრუმენტად მიიჩნევს; საქართველოს მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს, ოპოზიციისთვის კი ფრანგული კანონმდებლობა განსხვავებულად იკითხება; პრეზიდენტ მაკრონის გუნდის წევრი სენატორების მიერ სპეცსამსახურებთან ერთად შემუშავებული კანონპროექტი და კანონში გაწერილი მკაცრი რეგულაციები, თუ სანქციები, რომელიც მათ შორის, ჟურნალისტებსა და მედიაზეც გავრცელდება
  • სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მორიგი დავა წააგო – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე დამდგარ განაჩენში სამართლიანობის დარღვევის ნიშნები ვერ დაინახა, პოლიტიკური მოტივები გამორიცხა და დაასკვნა, რომ სასამართლო განხილვების დროს ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების მორიგი აღიარებაა, ვერდიქტით უკმაყოფილო დაცვის მხარე კი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას გეგმავს
  • საქართველოს რადიო 99 წლისაა – თითქმის საუკუნე პირველი მაუწყებლობიდან, ამიერკავკასიაში პირველი რადიოს ისტორია და მრავალფეროვანი, მუდამ განახლებადი პროგრამა

მოამბე