#მოამბე 21 საათზე, 23 მაისი, 2023 #LIVE
- ვითარება ბახმუტსა და ბელგოროდში – რუსეთი უკრაინის ქალაქებზე იერიშს განაგრძობს; ბახმუტი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება; ბელგოროდის ხელისუფლება ოლქის დაბომბვაში უკრაინელ მებრძოლებს ადანაშაულებს, კიევი კი ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრშეტევისთვის ემზადება
- ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ კომუნიკაციაში ადანაშაულებს და მასშტაბური აქციებით იმუქრება, რისთვისაც პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს – „ქართული ოცნება“ ოპონენტთა მორიგ სტრატეგიაზე საუბრობს, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაა
- ცოფის შემთხვევების გამო გამოცხადებული ორთვიანი კარანტინი ხონის მუნიციპალიტეტში – ძაღლისგან დაკბენილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრევენციული ზომები შემთხვევის ადგილზე, ინფექციური დაავადების კლინიკური ნიშნები და სპეციალისტთა რჩევები
- საქართველოს რადიო 98 წლისაა – რადიომაუწყებლობის პირველი ეთერი, ისტორია, სიახლის სიმბოლოდ ქცეული გადაცემები და მაუწყებლობის მდიდარი მემკვიდრეობა