#მოამბე 21 საათზე, 23 ივნისი, 2023 #LIVE
- ევროკომისიის ზეპირი ანგარიშის მიხედვით საქართველოს გარკვეული პროგრესი თვალნათელია, რაც აუცილებლად უნდა გამყარდეს – წინასწარი შეფასება ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს, ხელისუფლება კი დასავლეთისგან პროგრესის აღიარებას და დადებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება
- სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების მოტივს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოებებს უკავშირებენ- საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს
- წყალქვეშა ხომალდის გაუჩინარების მიზეზი აფეთქება გახდა – აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, დაკარგულ წყალქვეშა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა, ხოლო აღმოჩენილი „ნამსხვრევების ველი“ ნავის „კატასტროფულ აფეთქებას“ შეესაბამება
- Tbilisi Open Air 2023 – რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული მუსიკალური ფესტივალი თბილისში; ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მელომანთა წინაშე და ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა