#მოამბე 21 საათზე, 23 ივლისი, 2024 #LIVE

21:00, 23.07.2024
  • ტერორიზმის და შეთქმულების მომზადებაზე მიმდინარე გამოძიება – გრიფით საიდუმლო საქმე, უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში მებრძოლთა გამოკითხვა და ჩვენებები; მხარეთა პოზიციები და პოლიტიკური შეფასებები
  • ცოტა ხნის წინ რუსეთის მიმართ რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკურ კავშირსაც გმობდნენ და ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ რიტორიკას ცვლიან – ამომრჩეველთა დაკვეთა, პოლიტიკური გარდასახვა და რუსეთთან ურთიერთობის შერბილებაზე დადებული ფსონი
  • მოახლოებული არჩევნები აშშ-ში, პირველი გამოკითხვა და პროგნოზები – ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატთა“ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს; მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის რჩეული, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება
  • ხვალიდან ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ – ჯანდაცვის მინისტრი იმპორტიორებს გარკვეულ მედიკამენტებზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფო ინტერვენციებით შესვლას და რეგულაციის განსხვავებული მეთოდების არჩევას გეგმავს; გადაწყვეტილება პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის და დაგეგმილი ცვლილებები

მოამბე

მსგავსი