#მოამბე 21 საათზე, 23 ივლისი, 2021
• ინფიცირების პიკური მაჩვენებელი, საგანგებო რეჟიმზე გადასული სამედიცინო დაწესებულებები და ადგილების დეფიციტი კლინიკებში – მასობრივი ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში ორშაბათიდან შედის; აშშ-ის ნაჩუქარ „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას ქვეყანა დღეს მიიღებს
• ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ვერ თანხმდება – მთავარი აქტორები გამარჯვების ერთადერთ გზად ერთიან სტრატეგიას მიიჩნევენ, ოპოზიციის ნაწილი კი საერთო კანდიდატების იდეას წინასწარ დამარცხებად მიიჩნევს და დამოუკიდებლად ბრძოლას არჩევს
• ჯაშუშური პროგრამით „პეგასუსი“ შესაძლოა, 50 ათასამდე ადამიანს უთვალთვალებდნენ – მსოფლიო ლიდერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, დისიდენტები და უფლებადამცველები პროგრამის პოტენციურ სამიზნეებად სახელდებიან
• ძველი თბილისის დამალული განძი – სასტუმრო „ლონდონი“, რომლის უნიკალური სადარბაზო, ფრესკები და ქართული ხასიათით შესრულებული კედლის მხატვრობა რესტავრაციის შემდეგ ავთენტური სახით შენარჩუნდება