#მოამბე 21 საათზე, 23 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 23.07.2020
  • ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ქართულ მედიაბაზარზე ყველაზე უკეთ იყიდება; მედია საშუალებების ნაწილი სტანდარტებს მიღმა და შვილმკვდარი მშობლები, რომლებიც მედიისგან დაცვას ითხოვენ
  • თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ცეცხლსასროლი, ან ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ აღენიშნება – გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს; ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და გამოძიებისგან პასუხებს ელის; საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა, პარალელური ექსპერტიზები და საქმის დეტალები
  • 12 ახალი შემთხვევა და 3 დაუდგენელი წყარო – ბოლო დღე-ღამის სტატისტიკა; ვითარება გარდაბანში, სადაც ეპიდ-კონტროლი გამკაცრდა. კონტროლი მკაცრდება თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზეც; სპეციალისტები შემთხვევათა ზრდას ჰიგიენის წესების დარღვევას უკავშირებენ
  • მთავრობა ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მილიონ ლარს გამოყოფს, ალტერნატიულ ფართს კი კლინიკის ადმინისტრაცია მოიძიებს – 2009 წელს შენობის გარეშე დატოვებული სამეცნიერო ცენტრი და ხელისუფლების გადაწყვეტილება 11 წლის შემდეგ
  • ოპერაცია „ლეგენდა“ აშშ-ში – პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დამატებით ფედერალურ ძალებს გზავნის, რასაც აღნიშნულ ქალაქებში კრიმინალის ზრდით ხსნის; დემოკრატი მერები თეთრი სახლის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ

მსგავსი