#მოამბე 21 საათზე, 23 იანვარი, 2024 #LIVE

21:00, 23.01.2024
  • „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ პიარ-კონსულტანტთან, ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას ადასტურებს – ოპოზიციონერი კოლეგები „ლელოს“ სტრატეგიას უწუნებენ, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის პარტიის დღის წესრიგს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავს
  • ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება კეკელიძის ქუჩაზე – პროტესტი, ხმაური და სამოქალაქო აქტივისტების დაპირისპირება სამართალდამცველებთან; გასახლების ხუთჯერ გადავადებული პროცედურა, საქმის ანატომია და მხარეთა პოზიციები
  • რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებული სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებზე – მსხვერპლი, ნგრევა და საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით; თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინისთვის შემდეგი რამდენიმე თვე კრიტიკული იქნება
  • პრემიერა ახმეტელის თეატრში – ანა ფრანკის ჩანაწერებთან ადაპტირებული პიესა, ნაწარმოებთან მაქსიმალურად მიახლოებული ვერსია და სცენაზე გადატანილი 13 წლის გოგონას განცდები ოთარ ქათამაძის სპექტაკლში

მოამბე

მსგავსი