#მოამბე 21 საათზე, 23 აპრილი, 2021 #LIVE
• საქართველოსა და უკრაინის პირველი დიპლომატები ბუქარესტში გამართულ სამმხრივ მინისტერიალზე მიიწვიეს – ნატოს ღია კარის პოლიტიკა და საქართველო-უკრაინის ევრო-ატლანტიკური მომავალი რეგიონში გამწვავებული სიტუაციის ფონზე
• რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებს და ოკუპირებულ ყირიმს ტოვებენ – კიევში ფიქრობენ, რომ კონფლიქტი ამით არ სრულდება, ნატო კი მოსკოვის ნაბიჯს მიესალმება, თუმცა დაკვირვებას განაგრძობს
• ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ – დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს
• შსს-მ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული მეუღლის არასრულწლოვან დის შვილებზე ძალადობდა და თანხის შეგროვებას აიძულებდა; საქმეში სოციალური სამსახური ერთვება