#მოამბე 21 საათზე, 22 თებერვალი, 2024 #LIVE
პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში / რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“ #LIVE
• შალვა პაპუაშვილის ბოლო ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში – მოვლენების შეჯამება 2020 წლიდან და მთავარი აქცენტები; ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ხელისუფლების ისტორიული ნაბიჯები, პრიორიტეტები და მწვავე პოლიტიკური დებატები საკანონმდებლო ორგანოში
• არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობაში“ რევოლუციაზე საუბარი აქტიურდება – დეპუტატ ჯანაშიას განცხადებასთან დაკავშირებით შეკითხვებს პარტიის ლიდერები ზოგადი ფრაზებით პასუხობენ; მმართველი გუნდი რევოლუციური სცენარის იმედზე მყოფ ოპონენტებს გარანტირებულ მარცხს უწინასწარმეტყველებს
• საფრანგეთის გზავნილები სომხეთს და ბაქოს მწვავე რიტორიკა პარიზის მისამართით – ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ სასაზღვრო მონაკვეთში სომხეთის მიერ გახსნილ ცეცხლზე აზერბაიჯანის პასუხი არაპროპორციული იყო, ოფიციალური ბაქო უსაფუძვლო ბრალდებად აცხადებს და რეგიონში საფრანგეთის პოლიტიკას მზაკვრულს უწოდებს
• „ერისიონის“ მზადება საგასტროლო ტურნესთვის – შოუ პროგრამა „ქართული საგანძური“ მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში და ქართული ცეკვისა და სიმღერის უნიკალური ნიმუშები ევროპელ მაყურებელთა წინაშე