#მოამბე 21 საათზე, 22 თებერვალი, 2021 #LIVE

21:00, 22.02.2021

• მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას ელოდება, დეპუტატები პრემიერობის კანდიდატს უსმენენ – მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად 75 ხმაა საჭირო; პარტია „მოქალაქეები“ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს სამომავლო ხედვებს უწუნებს, „ევროპელი სოციალისტები“ კი კენჭისყრაში არ მონაწილეობენ; ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში, პოლიტიკური დებატები და შეფასებები;

• პრემიერობის კანდიდატის 100 დღის პრიორიტეტები და გზავნილები – ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის დესტრუქციის დასრულების პირობას დებს და კონსტიტუციიდან გასული ძალების კანონის ჩარჩოებში დაბრუნებას აანონსებს; კრიტიკის ადრესატები „ქართულ ოცნებას“ მუქარით პასუხობენ; მუქარა ისმის ძალოვანების მიმართაც;

• ვაქცინაციის დაანონსებული გეგმა იცვლება – ქვეყანამ შესაძლოა, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ადრე „ასტრაზენეკას“ პროდუქცია მიიღოს; „ფაიზერის“ დოზების დაგვიანების მიზეზად მწარმოებლის დამატებითი მოთხოვნები სახელდება; ზუსტი თარიღი კომპანიასთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ გახდება ცნობილი; ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობა კვირის ბოლოდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას გეგმავს;

• ირანის ბირთვული შეთანხმება კვლავ საერთაშორისო განგაშის საფუძველია – „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინსპექტორები ირანს აღარ დატოვებენ, თუმცა საქმიანობა მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ; თეირანი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს და იმედოვნებს, რომ ახალი წესები აშშ-ს სანქციების მოხსნას აიძულებს, ვაშინგტონი კი ზეწოლის პოლიტიკას განაგრძობს.

მსგავსი