#მოამბე 21 საათზე, 22 სექტემბერი, 2020 #LIVE
• სამი გარდაცვლილი პაციენტი, ახალი კლასტერები და ინფიცირების რეკორდული, 200-ზე მეტი შემთხვევა -.ვირუსის ცირკულირების გაზომვის მიზნით, თბილისის იუსტიციის სახლთან მსურველებს პსრ ტესტირება უფასოდ უტარდებათ; აჭარის რეგიონს ე.წ. წითელი ზონის სტატუსი უნარჩუნდება; ვირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი და გაფართოებული ტესტირება ქვეყნის მასშტაბით
• დაპირებების გაცემის ახალი სტრატეგიები – „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას დაპირებებს წერილობითი სახით დაურიგებს, რასაც მათი შესრულების გარანტად მიიჩნევს, „ლელო“ კი საკუთარი დაპირებების შესრულების გარანტად პარტიის მრავალფეროვან გუნდს ასახელებს; ძალაში რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანი „დაავალე მიშას“ და „სამოქალაქო მოძრაობის“ – „დაურეკე ალეკოს“; საარჩევნო მარათონი და პარტიები ახალი სტრატეგიებით
• პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაჩენილი ვაკანტური ადგილის შევსებას ჩქარობს, რამაც წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. „დემოკრატიული პარტია“ უმაღლეს ინსტანციაში ბალანსის დარღვევის საფრთხეს ხედავს; ვინ ჩაანაცვლებს ხუთი ქალი კანდიდატიდან სამართლიანობის სიმბოლოდ ქცეულ რუთ გინსბურგის, რომელიც 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
• საგუნდო მუსიკის ფესტივალის საიუბილეო წელი და პანდემიის გამო შეცვლილი გეგმები – ფესტივალს აფხაზეთის ინტერნაციონალური კაპელა სოხუმის დაცემის დღეს გახსნის; რიგით მეათე ფესტივალი მხოლოდ ოთხი კონცერტით შემოიფარგლება; საღამოებზე დასწრება მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი