#მოამბე 21 საათზე, 22 ოქტომბერი, 2021 #LIVE

21:00, 22.10.2021
  • პანდემიის მეხუთე ტალღა ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლით დაიწყო – ვაქცინაციის საგანგაშოდ შემცირებული ტემპის ფონზე სპეციალისტები პიკური პერიოდის საფრთხეებზე საუბრობენ; რეგულაციებისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება
  • გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების ნახევარზე მეტმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა – 2 886 პედაგოგი სკოლაში დროებითი ხელშეკრულებით დარჩება, თუმცა შესაძლოა, მათ სკოლის დატოვება მოუწიოთ; გამოცდაზე ჩაჭრილი მასწავლებლები ხელისუფლებისგან შესაბამისი ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ
  • ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი და ოპოზიციის მიერ წინასწარ გადანაწილებული თანამდებობები – ვინ რა მიზნით აცხადებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტს პოლიტპატიმრად და რატომ შეიცვალა მამუკა ხაზარაძის რიტორიკა მიხეილ სააკაშვილის მისამართით
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საბერძნეთში; მაღალი დონის შეხვედრები და სხვადასხვა ფორმატში განხილული რეგიონალური, თუ გლობალური საკითხები – დეტალები ათენიდან

მოამბე

მსგავსი