#მოამბე 21 საათზე, 22 ოქტომბერი, 2020 #LIVE

▶ სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებული მძევლები და თავდამსხმელის დასაკავებლად მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები სამეგრელოში – თავდამსხმელის ვინაობა და ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია;

▶ ზუგდიდის საქმის ექსკლუზიური დეტალები;

▶  საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვლავ ოთხნიშნა რიცხვებში გამოისახება – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 595 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების ექვსი ფაქტი დაფიქსირდა;

▶ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს; პიკს ნოემბერში ელოდებიან; ვირუსთან ადაპტაციის წესები და თანაცხოვრების პირობები;

▶  ევროპაში ეპიდაფეთქების ნამდვილი მასშტაბები ვერ დგინდება – ჩეხეთსა და პოლონეთში საველე ჰოსპიტლები ეწყობა; გერმანია ინფექციის უკონტროლო გავრცელებას არ გამორიცხავს; ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში სამხედროებიც ერთვებიან; ეპიდემიის მეორე ტალღა და მსოფლიო;

▶ „სამართლიანი არჩევნების“ შუალედური ანგარიში და პოლიტიკური შეფასებები – საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება; დარღვევები ფიქსირდება სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მხრიდან; ორგანიზაციის შემაჯამებელი ანგარიში მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.

მოამბე