#მოამბე 21 საათზე, 22 მარტი, 2024 #LIVE

21:00, 22.03.2024
  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე – ოპოზიციამ ილია დარჩიაშვილი პარლამენტში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა, თუმცა სხდომათა დარბაზი განხილვის დასრულებამდე დატოვა; ოპოზიციის ბრალდებები პოლიტიკური დისკუსიის ნაცვლად და მინისტრის განმარტებები
  • მმართველი გუნდი მესამე სექტორის ნაწილის პოლიტიკურ დღის წესრიგზე საუბრობს, რასაც არასამთავრობო გაერთიანებებში ყოფილი სახელისუფლებო გუნდის სახეების ყოფნას უკავშირებს და დონორებსა და საელჩოებს დაფინანსების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – „ქართული ოცნება“ ოკუპირებული აფხაზეთის საშუალებით საქართველო-რუსეთს შორის სანქციების გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის დაფუძნებული ორგანიზაციის განცხადებას მწვავედ პასუხობს
  • რუსეთის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უკრაინის ენერგოობიექტებზე – რუსული რაკეტების სამიზნედ ქცეული ქვეყნის უდიდესი კაშხალი და დაბომბილი რეგიონები; „ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც კიევი უარყოფს; დასავლეთი გაყინული რუსული ფინანსური აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე მსჯელობს; კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასავლეთის ინტერვენციის გამო ომში გადაიზარდა
  • ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ჯონ მალკოვიჩი თბილისს ამჯერად, ლიეტუველ მსახიობ ინგებორგა დაპკუნაიტესთან ერთად ესტუმრა – „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ გრიბოედოვის თეატრში და მსახიობების მზადება მაყურებელთან შესახვედრად

მოამბე

მსგავსი