#მოამბე 21 საათზე, 22 მაისი, 2024 #LIVE

21:00, 22.05.2024
  • ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონში ფუნდამენტური ხარვეზებია და კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ მტკიცე რეკომენდაციას იძლევა; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კომისიამ პოლიტიკური მესიჯები წარმოადგინა – ვენეციის კომისიის შეფასებები და პოლიტიკური პოზიციები
  • ხელისუფლებაში დაბრუნების 12-წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიას ცვლის და მზადაა, არჩევნებში პარტიის სახელწოდება და მისთვის ისტორიული საარჩევნო ნომერი 5 დათმოს – სააკაშვილი სასამართლოზე გაკეთებულ პოლიტიკურ განაცხადში ადრესატებს წყენის დავიწყებას ურჩევს, თუმცა ინიციატივის მიუხედავად ოპოზიციის ნაწილი ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ღიად აფილირებას ერიდება და კონსოლიდაციის პროცესში პრეზიდენტის როლზე საუბრობს
  • ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შეამცირა, რის შედეგადაც 185 ათასამდე მომხმარებელს სესხზე პროცენტი შეუმცირდება – გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ინფლაცია და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელდება; ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება და სპეციალისტთა პროგნოზები
  • მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის – ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2024“-ისთვის მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გაივლის; საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებული შემადგენლობა, გადაწყვეტილებები და ვილი სანიოლისა და ფეხბურთის ფედერაციის გზავნილები

მოამბე

მსგავსი