#მოამბე 21 საათზე, 22 მაისი, 2023 #LIVE
- პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს სრულად დასაკომპლექტებლად ოპოზიციას პოლიტიკურ კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს – ოპოზიციის დიდი ნაწილი თანამშრომლობას არ აპირებს, ნაწილი კი საკუთარ პირობებს აყენებს
- ოპოზიციის ნაწილი, რომელიც 15 წლის წინ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმებოდა, ხელისუფლებას ჩრდილოელ მეზობელთან პირდაპირი ფრენების გაუქმებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრება – „ქართული ოცნება“ ოპონენტებს პროვოკაციასა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს
- ომი უკრაინაში, ბახმუტი საომარი მოქმედებების ეპიცენტრში და აფეთქებები ბელგოროდის ოლქში – პრეზიდენტი ზელენსკი ბახმუტის დაკარგვას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება; ბელგოროდის ხელისუფლების ცნობით, ოლქის ერთ-ერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი შევიდა და რუსეთი მოწინააღმდეგის ლიკვიდაციისთვის ემზადება
- ლევან აბაშიძე დღეს 60 წლის გახდებოდა – აფხაზეთის ომში დაღუპული უნიჭიერესი მსახიობის ხანმოკლე, მაგრამ წარმატებული კინოკარიერა, ათეულობით ფილმში შექმნილი მხატვრული სახე და მეგობართა მოგონებები