#მოამბე 21 საათზე, 22 ივლისი, 2021 #LIVE

21:00, 22.07.2021

• საქართველოში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყო – სპეციალისტები რთულ პიკურ პერიოდს პროგნოზირებენ; ვითარების მიუხედავად, მთავრობა ზომების გამკაცრებას არ გეგმავს და მოქალაქეთა სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

• აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სადავო პროექტზე შეთანხმდა – ვაშინგტონის კომპრომისით უკმაყოფილოა პოლონეთი და უკრაინა, ანგელა მერკელი კი აცხადებს, რომ ეს პრაგმატული კომპრომისია

• სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – პოზიტიური გზავნილები და შენიშვნები სასამართლოს მიმართ – დოკუმენტში საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერად და ბიზნესისთვის ხელსაყრელ ადგილად სახელდება; ქვეყნის საინვესტიციო გარემო და გამოწვევები

• კულტურის სამინისტრო ერთ-ერთ ტელეკომპანიას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ამხელს და აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა შენობის დემონტაჟს

მოამბე

მსგავსი