#მოამბე 21 საათზე, 22 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 22.07.2020
  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც ხუთი დღეა ეძებენ, საკუთარ ავტომობილში მწყემსმა გარდაცვლილი აღმოაჩინა – ადვოკატს გარდაცვალების ვერსიებზე საუბარი უჭირს; ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს; გარდაცვლილის მამა მომხდარს შვილის სამსახურსა და საქმიანობას უკავშირებს
  • 31 მაისის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს დაფიქსირდა – 24 შემთხვევა ბოლო დღე-ღამეში; ახალი შემთხვევების უმრავლესობა ე.წ გარდაბნის კლასტერს უკავშირდება; ქვეყნის ეპიდ-ვითარება და სპეციალისტთა შეფასებები
  • აშშსაქართველოზე, როგორც ფასეულ პარტნიორზე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საუბრობს – ქართული ოპოზიციის ნაწილი კი ქვეყნისთვის დახმარების შემცირებას წინასწარმეტყველებს. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს და ოფიციალური თბილისის შეფასებები
  • ნატო-ს წევრ ორ სახელმწიფოს შორის ვითარება კვლავ იძაბება – თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირების მიზეზი ბუნებრივი აირის უზარმაზარი საბადოა; თურქეთის მიერ დაანონსებული საბადოს კვლევითი ოპერაცია დასავლეთის შეშფოთების საგანი ხდება; საბერძნეთის პრემიერი თურქეთს ევროკავშირის სანქციებით ემუქრება, დასავლეთი კი კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკებებით ცდილობს

მსგავსი