#მოამბე 21 საათზე, 22 იანვარი, 2024 #LIVE
- რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი განთავსდება – დასაქმებულები მშენებლობის პროცესში ფულად კომპენსაციას მიიღებენ, ან სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან; ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, პროექტის დეტალები და მხარეთა პოზიციები
- პოლიტიკური პარტიების მზადება არჩევნებამდე ათი თვით ადრე და მოსალოდნელი კონფიგურაციები – მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვარაუდობს, ოპოზიცია კი ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს, თუმცა საერთო სტრატეგიაზე ამ დრომდე ვერ თანხმდება
- აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური მარათონი – მიმდინარე, თუ დაგეგმილი კოკუსები და პრაიმერიზები ლიდერების გამოსაკვეთად, ტრამპის გაზრდილი შანსები და პოლიტიკური განცხადებები
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი – ფესტივალი „გიზ-გიზი“ ოთხ სამთო კურორტზე, მრავალფეროვანი პროგრამა, მოწყობილი ინფრასტრუქტურა და მზადება სტუმრებთან შესახვედრად