#მოამბე 21 საათზე, 22 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 22.12.2023
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხმაურიანი სხდომა – დაფინანსების მოდელის ცვლილებით და ბიუჯეტის მკვეთრად შემცირებით გამოწვეული გადაწყვეტილება რამდენიმე გადაცემის დახურვის შესახებ, არხის მენეჯმენტის არგუმენტები და გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა ბორდის რამდენიმე წევრის მხრიდან
  • ტრაგედია პრაღის ცენტრში – შეიარაღებული თავდასხმა კარლის უნივერსიტეტში, 24 წლის სტუდენტის მიერ მოკლული 14 ადამიანი და 25 დაშავებული; გამოცხადებული გლოვა და უსაფრთხოების პრევენციული ზომები ქვეყნის მასშტაბით
  • საპენსიო სააგენტოს წლიური ანგარიში – 4 მილიარდ 300 მილიონი ლარის აქტივები, წარმატებული საინვესტიციო სტრატეგია და 401 მილიონი ლარის წმინდა მოგება; ექსპერტთა შეფასებები
  • ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე; 2022 წლის საუკეთესო დადგმად აღიარებული, მარიუს პეტიპას უკანასკნელი ქორეოგრაფიული შედევრი „რაიმონდა“, ქართველი ბალერონის გზა საერთაშორისო ბალეტამდე და მსოფლიო აღიარება – „მოამბის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი ამსტერდამიდან

მოამბე

მსგავსი