#მოამბე 21 საათზე, 22 აპრილი, 2024 #LIVE

21:00, 22.04.2024
  • „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს 29 აპრილს პარლამენტის წინ დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე იწვევს – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მხარდამჭერთა თხოვნით მიიღო და შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლასაც აანონსებს; დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური ვნებათაღელვა, პროგნოზები და შეფასებები
  • ოპოზიციის ნაწილი რეზონანსული კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად დახურულ შეხვედრებს მართავს და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, სააკაშვილი კი სოციალურ ქსელში ოპოზიციას გაერთიანებისკენ და რეგიონებში დაუმორჩილებლობის ცენტრების შექმნისკენ მოუწოდებს – „ნაციონალური მოძრაობა” და მისი მოკავშირე პარტიები დაანონსებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე ღიად არ საუბრობენ, რასაც მმართველი გუნდი პროცესების ესკალაციის მცდელობად აფასებს
  • ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სომხეთი აზერბაიჯანს ოთხ სოფელს გადასცემს – ორი ქვეყნის შეთანხმება საზღვრის მონაკვეთიდან რუსი სამხედროების გასვლას გულისხმობს, რაც მოსკოვთან უნდა შეთანხმდეს; გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს, NATO და ევროკავშირი კი ნორმალიზების მცდელობებს მიესალმება; ალიევი მოსკოვში, ფაშინიანის დაგეგმილი ვიზიტი კრემლში და მხარეთა პოზიციები
  • პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე თბილისში ფეხბურთისა და რაგბისთვის განკუთვნილი ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს – საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს და 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ევროპული სტანდარტების სტადიონი უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლებს

მოამბე

მსგავსი