#მოამბე 21 საათზე, 21 თებერვალი, 2023 #LIVE
- „ხალხის ძალა“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მეორე კანონპროექტის ინიცირებას აანონსებს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი იქნება – სადავო კანონპროექტი და პოლიტიკური შეფასებები
- შს მინისტრი პარლამენტში – ვახტანგ გომელაურის გზავნილები „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ განხორციელებული, თუ დაგეგმილი პროექტები და კანონმდებელთა შეკითხვები
- ლევან ხაბეიშვილი ბოიკოტის გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს, პარტიის ლიდერთა ნაწილი კი პარლამენტში სწორედ ამ გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით იკრიბება – მორიგი უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტიკური შეფასებები
- ჯო ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში და ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური მიმართვა – რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ომზე პასუხისმგებლობას დასავლურ ელიტას აკისრებს და აცხადებს, რომ მოსკოვი რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს