#მოამბე 21 საათზე, 21 სექტემბერი, 2020 #LIVE
- ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს მე-20 პაციენტი, აფხაზეთის მკვიდრი, 60 წლის ქალი ემსხვერპლა – საქართველოს რამდენიმე რეგიონში ვითარება მძიმეა, თუმცა კონტროლირებადი; შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად საქართველო ე.წ. მწვანე ზონაში ამ დრომდე რჩება
- მსოფლიო ეპიდემიის მეორე ტალღას ებრძვის – ევროპა კვლავ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრშია. ხელახლა შემოღებული კარანტინი და მოქალაქეთა პროტესტი მადრიდის უბნებში; ზომების გამკაცრების საფრთხე დიდ ბრიტანეთსაც ემუქრება; ბორის ჯონსონი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს
- უკრაინის მოქალაქის მორიგი ამბიციური განცხადება და ქართული პოლიტიკური სპექტრის პასუხი – მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართულ ოპოზიციაში უკონკურენტოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიცია არ დასჭირდება; „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს ოპოზიცია და მმართველი გუნდი კრიტიკით პასუხობს
- EMMY 2020 – პირველი მასშტაბური ჰოლივუდური ღონისძიება, რომელიც პირდაპირ ეთერში დისტანციურად გაიმართა; ე.წ . სერიალების ოსკარების ცერემონია წამყვანს ცარიელ დარბაზში მიჰყავდა, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი სახლებიდან ერთვებოდნენ – მსოფლიოსთვის უჩვეულო ცერემონია და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სერიალები