#მოამბე 21 საათზე, 21 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- საქართველოს მორიგი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში – 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ თბილისის პოზიციები გაიზიარა და კრემლის კოორდინაციით, ცხინვალის მაცხოვრებელთა მიერ შეტანილი ბოლო ორი სარჩელიც დაუშვებლად ცნო; სახელმწიფოთაშორისი დავებისა და ევროპული სასამართლოს განაჩენების ანატომია
- გიორგი ჩენდლერისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ – ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარს რეგულირების სააგენტო სწავლობს; როგორ ხელმძღვანელობდა ოთხ კლინიკას ყალბი საბუთების დამზადებაში მხილებული და ლიცენზია ჩამორთმეული ექიმი
- უკიდურესად რთული ეპიდ-ვითარება და აქტიური საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა რეგიონში – სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობასთან მედიცინის მუშაკები კარდაკარ მიდიან; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ მარათონის შედეგები ეტაპობრივად გამოჩნდება
- რამდენიმე დღე არჩევნების მეორე ტურამდე და ამომრჩევლის ნების მიღმა განაწილებული თანამდებობები – „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტიები კვლავ მისი ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან; ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი და „ნაციონალური ოჯახის“ წევრთა პოლიტიკური ცხოვრების ანატომია