#მოამბე 21 საათზე, 21 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 22.11.2024
  • მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს იკრიბება – პირველი შემთხვევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას პრეზიდენტი არ დანიშნავს; მმართველი გუნდის შეთანხმება საპარლამენტო თანამდებობებზე და პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები; პოლიტიკური განცხადებები და მოლოდინები
  • პარლამენტის ბოიკოტირების დეკლარირებული სტრატეგიები და ბზარი ოპოზიციაში – ხელისუფლების ოპონენტები მანდატების დასათმობად წერილობით უარზე და შესაბამისად, დაფინანსების დაკარგვის საკითხზე ვერ თანხმდებიან; ოპოზიციის ლიდერთა ურთიერთბრალდებები და „ქართული ოცნების“ პოზიცია
  • ახალი ტიპის იარაღები რუსეთ-უკრაინის ომიდან 1000 დღის შემდეგ – „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე და მოსკოვის პასუხი ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშკინით“; ომის ესკალაციის საფრთხე და შეშფოთებული ევროპა
  • თანამედროვე ქართველი დრამატურგის პიესის პრემიერა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე – ბასა ჯანიკაშვილის „მშვიდობით, თემურ“, ადამიანი და კონკრეტული ტრაგედია საზოგადოების ეპიცენტრში და შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი

მოამბე

მსგავსი