#მოამბე 21 საათზე, 21 მარტი, 2023 #LIVE

21:00, 21.03.2023
  • ევროპის ყველაზე დიდი პარტია EPP ევროკავშირში FARA-ს ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოდის – დასავლელ პარტნიორთა მიერ საქართველოში დაწუნებული კანონი ევროკავშირისთვის, თბილისის რეაქცია და პოლიტიკური შეფასებები
  • ვადამდელი არჩევნების ბოლო დროს გააქტიურებული საკითხის მიუხედავად ოპოზიცია მოთხოვნასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება – 9 აპრილის აქციის დღის წესრიგი, ოპოზიციის პოლიტიკური ოცნება და „ქართული ოცნების“ პასუხი
  • დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურება ახლა უკვე სასამართლოს მეორე ინსტანციამ დააკისრა – ყოფილი მინისტრი თანხის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს; საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმის ანატომია და შეფასებები
  • სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში, ორი ქვეყნის ურთიერთობა და მეთაურთა გზავნილები – ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო წესრიგის დასაცავად რუსეთთან მუშაობას განაგრძობს; კრემლი უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად ჩინეთის შეთავაზებულ გეგმას განიხილავს, თეთრი სახლი კი სი ძინპინს პუტინზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

მოამბე

მსგავსი