#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2024 #LIVE
- ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა და „ქართული ოცნების“ პასუხი – „რესპუბლიკელი“ კანონმდებელი რეზონანსული კანონის ძალაში დატოვების შემთხვევაში სანქციებით იმუქრება, გაწვევის შემთხვევაში კი თბილისთან სამხედრო დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის თემაზე მსჯელობის დაწყების ინიციატივით გამოდის; მმართველი გუნდი კანონპროექტში შანტაჟის და ვაჭრობის ნიშნებს ხედავს
- „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი, თუ ყოფილი ლიდერები ოპოზიციის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებასა და საერთო სიების შექმნაზე საუბრობენ – ოპოზიციის ნაწილი ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ღიად აფილირებას ერიდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არაფორმალური კავშირების ფორმალურ გაერთიანებად ქცევის დრო მოვიდა; მმართველი გუნდი მთავარი ოპოზიციური პარტიიდან ფორმალურად წასული პირების საკუთარ წიაღში დაბრუნებაზე საუბრობს
- ისრაელის პრემიერის, თავდაცვის მინისტრისა და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემაზე ჰააგის პროკურორის მოთხოვნას აშშდა ისრაელი მწვავე განცხადებებით პასუხობენ- აშშ-ის სენატის წევრები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „თაღლითსა“ და „უსამართლოს“ უწოდებენ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა კი დამოუკიდებელ ინსტიტუტს მხარდაჭერას უცხადებს; რეზონანსული გადაწყვეტილება და შეფასებები
- სოფიკო ჭიაურელს 87 წელი შეუსრულდებოდა – ლეგენდარული ქართველი მსახიობი, რომელმაც ქართული კინოს ეპოქა შექმნა, დაუვიწყარი სახეები 40-ზე მეტ ფილმში, ასეულობით თეატრალური სახე და აღიარება საერთაშორისო ფესტივალებზე