#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2021 #LIVE
• გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს პირველი არხის შეკითხვებს უპასუხა – უწყებამ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საჩივარზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა და პრობლემის მოგვარების პირობა დადო
• „ბორჯომში“ პროტესტი არ ცხრება – „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება; გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია
• მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პირველივე საათებმაც აჩვენა – ვაქცინების შესაძლო გვერდით მოვლენებთან და გართულებებთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს სპეციალისტები მითებს უწოდებენ
• ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა – ზავმა 11-დღიანი სისხლიანი შეტაკებები დაასრულა; მხარეები აცხადებენ, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მკაცრ რეაგირებას მოახდენენ