#მოამბე 21 საათზე, 21 ივლისი, 2023 #LIVE

21:00, 21.07.2023
  • შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნა – ორგანიზებული ჯგუფის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებულებები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული ჯგუფის ლიდერები და წევრები
  • გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა – ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამჯერად, ხაბეიშვილთან ერთიანდება და „გამარჯვების პლატფორმაში“ სხვებსაც ეპატიჟება, თუმცა დანარჩენი ოპოზიცია ღია კარში შესვლას არ გეგმავს; ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთობას მმართველი გუნდი „დამარცხების პლატფორმად“ აფასებს
  • 28 ივლისს სტამბოლში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩავა – მედიის ვარაუდით, ერდოღან-ნეთანიაჰუს საუბრის მთავარი თემა თურქეთის გავლით გაზის ექსპორტი იქნება; შეხვედრა 15 წლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენის ანატომია და ლიდერთა სტრატეგია
  • 7 აგვისტოდან მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების განსათავსებლად საინვესტიციო პორტფელებს თავად აირჩევენ – მონაწილეთა გადანაწილება ასაკობრივი ზღვარის მიხედვით მოხდება; ახალი სქემის სიკეთეები და რისკები, პორტფელის არჩევის გზები და სპეციალისტთა შეფასებები

მოამბე – 1TV

მსგავსი