#მოამბე 21 საათზე, 21 ივლისი, 2020 #LIVE
- უკრაინის ათი მოქალაქის სიცოცხლე ისევ საფრთხეშია, გატაცებული ავტობუსის მგზავრთა გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს – სამართალდამცველები ტერორისტთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, მოსახლეობას კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ
- გარდაბანი მაღალი რისკის ზონად ცხადდება – მუნიციპალიტეტი არ იკეტება, თუმცა, რეგულაციები მკაცრდება; ეპიდემიოლოგები გაფართოებულ ტესტირებას ატარებენ; ქვეყნის ეპიდ-ვითარება და სპეციალისტთა შეფასებები
- მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეში სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო – მსჯავრდებულის ოჯახი განაჩენს აპროტესტებს, მოკლული ახალგაზრდის მამა კი შეფასებისგან თავს იკავებს; ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია და მართლმსაჯულების ანატომია
- რეზო ჩხეიძის „მაია წყნეთელის“ ციფრული ვერსია გადაღებიდან 61 წლის შემდეგ – მაყურებელი მალე იხილავს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ციფრულ ვერსიას, რომლის რესტავრაციაც ქართული კინომემკვიდრეობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა