#მოამბე 21 საათზე, 21 დეკემბერი, 2023

21:00, 21.12.2023

• მაქსიმალური ფასები კიდევ 2 000-მდე მედიკამენტზე დაწესდა – მომავალი წლის მეორე კვარტლამდე რეფერენტული ფასები 7 000 მედიკამენტს შეეხება. სახელმწიფოს პოლიტიკა ხელოვნურად გაზრდილი ფასების დასარეგულირებლად, მხარეთა პოზიციები და ექსპერტთა შეფასებები

• „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციისთვის სააკაშვილის მიერ მიცემული დავალების განმარტებას ცდილობს – მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი გაერთიანების მორიგი მცდელობა და სუპერ-პაკ-ის ბუნდოვანი პერსპექტივა

• ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა და წევრ სახელმწიფოთა განსხვავებული პოზიციები – შეთანხმებული მიგრაციის პაქტი, უნგრეთის წინააღმდეგობა და მიგრანტების მიმართ გამკაცრებული ზომები საფრანგეთში, რასაც ოფიციალური პარიზი ხალხის დაკვეთას უწოდებს

• საშობაო კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში – მრავალფეროვანი პროგრამის მონაწილეები, კლასიკური მუსიკის პოპ ნაწარმოებები და მსოფლიო საოპერო თეატრების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეცოსოპრანოს, ნანა ძიძიგურის შესრულება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად

მოამბე

მსგავსი