#მოამბე 21 საათზე, 21 დეკემბერი, 2020 #LIVE

21:00, 21.12.2020
  • „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გასცდა – მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ახალი შტამი, რომელიც „კოვიდ-19“-ზე ბევრად სწრაფად ვრცელდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადასტურდა, რის გამოც რიგი ქვეყნები გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლას წყვეტენ; ჯანმო ვირუსის ახალ სახეობას იკვლევს;
  • საქართველოში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სამნიშნა რიცხვზე დაბრუნდა, თუმცა მედიკოსები შეზღუდვების დაგეგმილ შემსუბუქებას არ ემხრობიან; მძიმე პაციენტები დღეიდან მედიკამენტრემდესივირს“ გამოიყენებენ; რეგულაციებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი დღე რჩება; ჯანმო-ს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის რეაგირებას „სანაქებოს“ უწოდებს;
  • დროში გაწელილი მოლაპარაკებები და მეხუთე რაუნდის პერსპექტივა – „პატრიოტთა ალიანსი“ საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს ოფიციალურად შეუერთდა და მანდატების გაუქმება მოითხოვა, „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“ კი მოლოდინის რეჟიმში არიან; მმართველი გუნდი საკანონმდებლო ორგანოში მარტო დარჩენას არ გეგმავს და აცხადებს, რომ ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩასართავად რამდენიმე პოლიტიკური სვლა აქვს;
  • საქართველო გოგი ქავთარაძეს ემშვიდობება – მსახიობის პირველი როლი და გზა თაობასთან ერთად, რომელმაც ქართული თეატრის ახალი ეპოქა შექმნა; გოგი ქავთარაძის მდიდარი მემკვიდრეობა, 90-მდე საპრემიერო ჩვენება, 30-მდე ფილმი და მაყურებლის განსაკუთრებული აღიარება.

 

მსგავსი