#მოამბე 21 საათზე, 21 აპრილი, 2021 #LIVE
- შეთანხმების მიღწევიდან მესამე დღეს საია აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შეუსაბამოა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მელიას გათავისუფლების მექანიზმებს აპროტესტებს
- ყარაბაღის ომში მიღწეული წარმატების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი პრეტენზიას კიდევ ერთ ტერიტორიაზე აცხადებს – ილჰამ ალიევის მუქარა სომხეთს და ოფიციალური ერევნის პასუხი
- შსს-ს თანამშრომლების დაკავება ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე – გამოძიების მასალები და საქმის დეტალები
- ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო სწრაფ ეტაპზე გადადის, გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ ჩქარობს – ქვეყანა მესამე ტალღის ეპიცენტრში და სისტემის მზადება პიკისთვის